თეგი: ვიქტორია ნულანდი

ვიქტორია ნულანდის თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია. ვიქტორია ნულანდმა,Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის გამო ევროპაში ომის დიდი საფრთხე არსებობს. კერძოდ, ნულანდმა ისაუბრა რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, თითქოს NATO-ს გაფართოება არღვევს ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ნულანდის თქმით, ასეთ საფრთხეს ქმნის სწორედ რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ინარჩუნებს სამხედრო ძალას მოლდოვაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში. ნულანდმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინიდან. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებლი. მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას უარყოფს.

ვიქტორია ნულანდი: აშშ-ის ელჩებს აქვთ ინსტრუქცია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, მასპინძელ ქვეყნებთან იმუშაონ

პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. ნულანდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე რიგ შეკითხვებს უპასუხა და ასევე ისაუბრა სანქციებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატების საელჩოებს აქვთ ინსტრუქციები, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. ნულანდმა ამ თემაზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თითოეულ ელჩს აქვს ინსტრუქცია, იმუშაოს მასპინძელ ქვეყნებთან, რათა შეეცადონ, მათი სანქციები შეესაბამებოდეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, იმ მასშტაბით, რამდენადაც ეს ამ ქვეყნებს შეუძლიათ და რამდენადაც სურთ რუსეთის დაგმობა“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ცხადია, რომ რუსეთი წააგებს ამ ომს და ეს მხოლოდ დროის საკითხია". ნულანდმა დაამატა, რომ უკრაინას თავდაცვის საკითხში, აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეებისგან მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, მზარდი ჰუმანიტარული კრიზისი იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც მთელი მოსმენის განმავლობაში განიხილებოდა.  ასევე წაიკითხეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ახლა მკვდარია. არ მგონია, რომ ვინმე ოდესმე მას გააცოცხლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ „გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“. „ვფიქრობ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ახლა მკვდარია. არ მგონია, რომ ვინმე ოდესმე მას გააცოცხლებს“, – აღნიშნა ნულანდმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  

ვიქტორია ნულანდი: რუსეთმა „წარმოუდგენელი“ დანაკარგი განიცადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ

რუსეთმა „წარმოუდგენელი“ დანაკარგი განიცადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა. ნულანდის თქმით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი 10 ათასს აჭარბებს. „ვფიქრობ, რუსებმა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად ძლიერია უკრაინის არმია,“ თქვა ნულანდმა რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტის, Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს

NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, ჩაერთონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების უსაფრთხო გადაადგილებაში, ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, იუწყება მედია. „იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა შეიძლება დაუშვან" უსაფრთხო გადასასვლელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მარიუპოლიდან", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ნულანდს არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება, სამხედრო ალიანსი ჩაერთოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. თუმცა, ასეთი შეთანხმება „არაერთხელ ჩაიშალა ადრე" და, საბოლოო ჯამში, რუსებმა უნდა დაუშვან უსაფრთხო გადასასვლელი“, დაამატა ნულანდმა. ნულანდის თქმით, მარიუპოლის ალყა მიუთითებს ამ ომის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის.   პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ვიქტორია ნულანდის თქმით, ჯო ბაიდენი G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრით არ არის დაინტერესებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პუტინთან შეხვედრის მიმართ ჯო ბაიდენის ინტერესს. ამის შესახებ ნულანდმა იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) მე-17 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ბალის შეხვედრას, მანამდე გარკვეული დრო გავა. ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ პუტინის მიმართ ინტერესს ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ნულანდმა G20-ის სამიტის დროს ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობის კომენტირებისას. ნულანდის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რომ პუტინი შესაძლოა, ბალიზე ჩავიდეს. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ G20-ის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თავისუფალი სამყაროსთვის. „თუ ის (პუტინი. - რედ.) გამოჩნდება, ვფიქრობ, G20-ის ლიდერებმა მას ძალიან პირდაპირ უნდა უთხრან თავიანთი ხედვის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში, იმის შესახებ, რომ რუსეთი არღვევს მთელ რიგ პრინციპებს, რომლებიც ასახულიამის მიერვე ხელმოწერილ მთელ რიგ დოკუმენტებში“, - აღნიშნა ნულანდმა.  მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოგზაურობა ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა ფაქტორი, მათ შორის კრემლის ლიდერის უსაფრთხოება. G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.  

ნულანდი: უკრაინის საელჩოებისთვის გაგზავნილი სისხლიანი „წერილები“, ​​რუსეთის ტაქტიკას შეესაბამება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თვლის, რომ უკრაინის დიპლომატიური მისიებისთვის სისხლიანი „წერილების“ გაგზავნა რუსეთის ქმედებების ლოგიკაში ჯდება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამაში რუსეთის ჩართულობის არსებითი მტკიცებულება არ აქვს. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.  მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ფედერაციის კომპლექსური თავდასხმის საგანია და ამავდროულად, ეს გზავნილები ასევე არის თავდასხმა უკრაინაზე. „ეს საშინელებაა და ის უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული. არის მთელი ნაკრები, საშინელი საგნების „მატრიცა", რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული და ჩვენ ვიცით, საიდანაც მოდის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინელი დიპლომატებმა 12 ქვეყანაში, მუქარის გზავნილები 18-ჯერ მიიღეს.  2 დეკემბერს პარასკევს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულოში ბრნოში სისხლიანი ამანათი მიიღეს. ჩანთებში ცხოველების თვალები იყო, თავად ჩანთები კი დამახასიათებელი ფერის სითხით იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა.  მანამდე, მადრიდში, უკრაინის საელჩოს ეზოში აფეთქება მოხდა.   

ვენდი შერმანი თანამდებობას ტოვებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა სამთავრობო სამსახურის დატოვების შესახებ მაისში განაცხადა. ის მოვალეობას 28 ივლისამდე ასრულებს. სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შერმანის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს, ვიდრე ახალი კადრი დაინიშნება. ვენდი შერმანს აშშ-ის ადმინისტრაციაში სამ პრეზიდენტთან და ხუთ სახელმწიფო მდივანთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ბლინკენმა მის ღვაწლს გაუსვა ხაზი და შერმანს „შესანიშნავი საქმიანობისთვის“ მადლობა გადაუხადა. ნულანდთან დაკავშირებით კი, აღნიშნა: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს მისი გამოცდილების და უნარების ადამიანი, დეპარტამენტისადმი ერთგულებით, რომელიც ამ დამატებით პასუხისმგებლობას აიღებს.“ ნულანდი ამ ახალი როლის შეთავსების გარდა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის (პოლიტიკის საკითხებში) პოზიციაზე მუშაობს.  

ნულანდი: პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტება ნორმად იქცევა მსოფლიოში, ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას

უკრაინის მოკავშირეები უნდა მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის, მათ შორის უკრაინის ეკონომიკის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის გზით. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 8-9 სექტემბერს კიევში გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე გააკეთა. ნულანდის თქმით, გარდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერებისა, ეს ნიშნავს უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მცდელობების გაძლიერებას და ეს უნდა მოხდეს ომის დასრულებამდე. ნულანდის თქმით, ხანგრძლივი ომის პირობებში ეს უკრაინის გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. „თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტება მსოფლიოში ნორმად იქცევა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რადგან ის სიკეთისა და დემოკრატიის მხარესაა," - განაცხადა ნულანდმა და აღნიშნა, რომ „რაც მოხდება უკრაინაში, ექნება შედეგი მთელი მსოფლიოსთვის." ნულანდის შეფასებით, აშშ-ის ძალისხმევა უნდა დაეხმაროს უკრაინას, შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება.  

უკრაინის კონტრშეტევა რთულია, მაგრამ პროგრესი შთამბეჭდავია - ნულანდი

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა რთულია, მაგრამ მიღწეული პროგრესი იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ის მიმდინარეობს, შთამბეჭდავია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. „ეს კონტრშეტევა იყო კილომეტრობით, მაგრამ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მიღწეული პროგრესით, განსაკუთრებით სამხრეთში,“ - განაცხადა ნულანდმა. მისი თქმით, მოსკოვმა თვეების განმავლობაში ააშენა ძლიერი თავდაცვითი ხაზი უკრაინის სამხრეთით, დროებით ოკუპირებულ მხარეში. „ჩვენ ვცდილობთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის მთავრობასთან, მივაწოდოთ აღჭურვილობა მექანიზებული განაღმვისთვის, შორი მოქმედების არტილერია და სხვა იარაღები,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა. ნულანდი: პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტება ნორმად იქცევა მსოფლიოში, ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეტევითი ოპერაციების დაჩქარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს უკრაინა ძლიერ იარაღს.  

ნულანდი: რობინ დანიგენის ხელმძღვანელობით აშშ-ის მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, რობინ დანიგენის ხელმძღვანელობით აშშ-ის მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება. „31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რობინ დანიგენი მუშაობდა აშშ-ის ინტერესების ხელშესაწყობად მთელ მსოფლიოში. რობინ დანიგენი გამოჩენილი დიპლომატი და ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება," - ამბობს ვოქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,“ - ამბობს ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. შეგახსენებთ, აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია

ვიქტორია ნულანდი თურქეთს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორია ნულანდი თურქეთში, ანკარაში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტისას მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაღალჩინოსნებსა და ბიზნესის ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეები განიხილავენ ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების სრულ სპექტრს, რომლებზეც აშშ და თურქეთი ერთად მუშაობენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა  

ვიქტორია ნულანდი კიევშია

ოთხშაბათს, 31 იანვარს, კიევში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „დღეს ჩვენ შევხვდებით მთავრობის ლიდერებს, ვეტერანებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს საერთო ვალდებულებას უკრაინაში რუსული აგრესიის დამარცხებისადმი,“ - წერს ბრინკი. ნულანდი მანამდე თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა.  

აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზუსტი მართვადი ბომბი უკრაინის ფრონტზე უკვე გაგზავნილია

შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის ახალი იარაღის სისტემების მიწოდებას, როგორიცაა, მცირე დიამეტრის ბომბები, რომლებიც უკვე ფრონტისკენ მიემართებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა ამ ზამთარში უფრო ძლიერია, ვიდრე შარშანდელი ზამთრის დროს იყო. „უკრაინის გამარჯვება აშკარად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა აქ. ის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ყველანი ვამაყობთ უკრაინის გვერდით დგომით," - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. პენტაგონში დღეს დაადასტურეს, რომ უკრაინა შეთანხმებების შესაბამისად მიიღებს ამერიკულ GLSDB (სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბი) ბომბებს, მაგრამ აღნიშნეს, რომ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებდნენ. „როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. თუმცა ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა. რაიდერის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. ახალი ზუსტი მართვადი ბომბი GLSDB უკრაინამ აშშ-სგან შესაძლოა, ოთხშაბათს მიიღოს

ნულანდი კიევში: პუტინს "სასიამოვნო სიურპრიზები" ელის ბრძოლის ველზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დარწმუნებულია, რომ 2024 წელი უკრაინისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას გარკვეული წარმატებები ექნება ბრძოლის ველზე. 2024 წლის სტრატეგიაზე დისკუსიების შესახებ დასმულ კითხვას, ნულანდმა უპასუხა, რომ კიევს „დიდი ოპტიმიზმით ტოვებს.“ „უკრაინა აძლიერებს თავდაცვას - ბატონი პუტინი მიიღებს სასიამოვნო სიურპრიზებს ბრძოლის ველზე და უკრაინა წელს სოლიდურ წარმატებასაც მიაღწევს,“ - დასძინა ნულანდმა. ნულანდს ასევე სჯერა, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დახმარებას მხარს დაუჭერს. აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზუსტი მართვადი ბომბი უკრაინის ფრონტზე უკვე გაგზავნილია  

ნულანდი რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ ასობით სანქციას“ აანონსებს

შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ასობით ახალ სანქციას დააწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ნულანდის განმარტებით, სანქციების ნაწილის სამიზნეა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები, უმეტესობა კი, „პუტინის ომი მანქანას“ დაარტყამს. სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. „ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია მომდევნო რამდენიმე დღეში. ზოგიერთი მათგანი მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ნავალნის სიკვდილში. აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შესუსტდეს პუტინის ომის მანქანა და დახუროს სანქციების რეჟიმის ხარვეზები, რომელთა საშუალებითაც ის სანქციების თავიდან აცილებას ახერხებს,“ - აღნიშნა ნულანდმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკვე დაწესებულმა სანქციებმა ვერ შეაჩერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია, რადგან ”პუტინმა და მისმა თაღლითებმა ბევრი ხარვეზი იპოვეს.“ ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განმარტებით, ახალი სანქციები ამ საკითხს მოაგვარებს. „პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღეში ნახავთ, ფოკუსირებულია სანქციების თავის არიდების პრობლემაზე, კვანძებზე, ქსელებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ხელს უწყობენ თავის არიდებას - ნებით თუ სხვაგვარად - და ბანკებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და უშვებენ ამ სახის თავის არიდებას,“ - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.  

ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი თანამდებობას უახლოეს კვირებში დატოვებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენმა გამარტა, რომ ვიქტორია ნულანდმა მას გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდის კანდიდატურა 2021 წლის აპრილში დაამტკიცეს. ნულანდი 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი აქტიური იყო 2014 წელს უკრაინის მოვლენებში, როცა ის შეხვდა პროდასავლურად განწყობილ დემონსტრანტებს კიევში. ვიქტორია ნულანდი კიევში ბოლოს მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს იმყოფებოდა. რაც შეეხება მის შემცვლელს, პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობას ჯონ ბასი შეასრულებს, რომელიც მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე ვთხოვეთ ჩვენს მოადგილეს მენეჯმენტის საკითხებში ჯონ ბასს, შეესრულებინა  პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობა, ვიდრე ვიქტორია ნულანდის შემცვლელი დაინიშნება,“ აღნიშნა ბლინკენმა.  ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.